www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის შენობისა და ეზოს დაცვა;
** კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა;
** ვიზიტორების შემოსვლა/გასვლის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალების მიმართ დაკვირვებული.

სამუშაო განაკვეთი: სამ დღეში ერთხელ
ანაზღაურება: 400 ლარი
ადგილმდებარეობა: ვარკეთილი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 13ა.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |