www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო მოედნის მენეჯერი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

შპს "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მოედნის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** ყოველდღიურად, სამუშაო პროცესის დაწყებამდე, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
** სამშენებლო მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ბეტონის წარმოების ჟურნალი.
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
** ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
** უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** საშუალო ტექნიკური განათლება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით);
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office).

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |