www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ქოლ-ცენტრის ოპერატორი/სტაჟიორი
მომწოდებელი: სინტაქსი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

"Syntax"-ი არის გამოცდილი, მოტივირებული და ამბიციური IT პროფესიონალების გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს გამორჩეული IT სერვისებისა და პროდუქტების მოწოდებას. "Syntax"-ში ჩვენ ვფიქრობთ, ვქმნით და ვნერგავთ მომხმარებელზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვიყვარს და გვესმის ჩვენი საქმე, საერთო მიზნებით ვაღწევთ წარმატებებს.

კომპანია "Syntax" აცხადებს ანაზღაურებად ვაკანსიას IT ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და გააჩნდეს მოტივაცია განვითარდეს ამ მიმართულებით

მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 106
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე; 09:30 -18:30
ანაზღაურება: 300 ლარი (ხელზე ასაღები)
კომპანიის გვერდი: www.syntax.ge
FB გვერდი: https://www.facebook.com/syntaxge

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განიხილებიან ბაკალავრიატის სტუდენტები (სასურველი მე-3 ან მე-4 კურსი)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ქართულ და ინგლისური ენის გამართულად ცოდნა.

ფუნქცია მოვალეობები - რასაც სტაჟირების დროს აპლიკანტი ისწავლის და შეასრულებს:

** კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი
** კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების/მოთხოვნების რეგისტრაცია სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფაში
** შემოსული ზარების/მოთხოვნების გადამისამართება შესაბამის პასუხისმგებელ ტექნიკურ პერსონალთან
** საერთაშორისო მომწოდებლებთან ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირება და პასუხების მოთხოვნა
** შემოსული ზარების/მოთხოვნების დროის კონტროლი მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფისთვის
** მოთხოვნის მიწოდების შემდგომ მომხმარებლებთან უკუკავშირი და საკითხის დახურვა
** შემოსული მოთხოვნების პერიოდული ანგარიშების მომზადება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფიდან.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება
** ღია და მოტივირებული ახალი შესაძლებლობების ათვისებისთვის
** კომუნიკაბელურობა - როგორც კლიენტებთან, ასევე გუნდის წევრებთან
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კომპანიის ბენეფიტები:

** ახალგაზრდა გუნდი და სასიამოვნო სამუშაო გარემო
** კორპორატიული ტრანსპორტი სამსახურეობრივი მიზნებისთვის
** ტრეინინგები საქმიანობის სპეციფიკის შესწავლასთან დაკავშირებით
** ჯანმრთელობის დაზღვევა სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ
** საკვალიფიკაციო გამოცდების დაფინანსება
** საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდგომ დინამიურად ზრდადი ფიქსირებული ხელფასი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: sales@syntax.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟირება - IT ქოლ ცენტრის ოპერატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |