www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის დესკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას სერვის დესკის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სისტემის მონიტორინგი გამართულობაზე;
** სისტემური გაუმართაობის დროს კლიენტი კომპანიებისთვის და სს "ჯორჯიან ქარდი"-ს თანამშრომლებისთვის დადგენილი პროცედურით რეაგირება, ინფორმაციის მიწოდება და მხარდაჭერის გაწევა;
** რეალური გარემოს სისტემების აპლიკაციების 24/7 მხარდაჭერა და მონიტორინგი;
** კომპანიის ძირითადი საოპერაციო აპლიკაციების და მოდულების ცოდნა;
** საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებთან კომუნიკაცია ხარვეზების არსებობის შემთხვევაში;
** ინციდენტების რეგისტრაცია, პასუხისმგებელი პირებზე ესკალირება, სტატუსის მონიტორინგი;
** პროცესების დოკუმენტირება;

მოვალეობები:

** ელ-ფოსტის სისტემატურად შემოწმება;
** სისტემის მონიტორინგი დადგენილი პროცედურით და შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ;
** არასტანდარტული სიტუაციის შესახებ მენეჯმენტის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
** შიდა პროცედურების მკაცრად დაცვა;
** სამუშაო ადგილის, ინფორმაციის, წვდომების საშუალებათა კონფიდენციალობის დაცვა;
** ცოდნის გაზიარება გუნდისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბანკო საქმე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** საფინანსო ან IT სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი

კვალიფიციურ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და CV 10 დეკემბრამდე ჩათვლით შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |