www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირების პროგრამა ტექნიკური სერვისის განყოფილებაში
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ტექნიკური სერვისის განყოფილებაში.

სტაჟირების პერიოდში კანდიდატები შეისწავლიან:

** გათბობა-გაგრილება, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემებთან მუშაობას;
** სამონტაჟო/სარემონტო სამუშაოების წარმოებას.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება ტექნიკური მიმართულებით (სასურველია);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი;

პირობები:

სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტაჟიოერებთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |