www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერების სპეციალისტი
მომწოდებელი: Medical World
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 12 დეკემბერი

კომპანია "მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან მუშაობს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტზე, რეალიზაციასა და სერვისზე.
კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება ოპტიმალურ ფასსა და დროში, ხოლო თანამშრომლებს შეუქმნას საუკეთესო სამუშაო გარემო.
"მედიქალ ვორლდის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კვალიფიციური, მოტივირებული და ორგანიზებული თანამშრომლების გუნდური მუშაობაა.

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას ტენდერების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ.N16, მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.
მოგზაურობა/მივლინებები: არა

მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი
** გამოცდილება: 1-2 წელი
** ენები: ქართული/ ინგლისური ძალიან კარგად, რუსული- სასურველია.
** მართვის მოწმობა: არ არის სავალდებულო

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პორთფელში არსებული პროდუქციის კარგად შესწავლა;
** ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი თანამშრომლობა და კონტროლი;
** ტენდერების მონიტორინგი და შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია;
** სატენდერო დოკუმენტაციის და ნიმუშების მომზადება;
** კლიენტებზე სატენდერო მასალის და პროდუქციის დროული მიწოდება;
** კომპანიაში არსებულ გუნდთან სინქრონში მუშაობა;
** ორიენტირებულობა გაყიდვების ზრდაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 22-40 წლამდე;
** ბაკალავრის ხარისხი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (ჩაითვლება უპირატესობად);
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** მნიშვნელოვანია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ოპერატიულობა;
** მიზანდასახული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: salesmedicalworld@gmail.com. გთხოვთ, "Subject"-ის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |