www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უნივერსალური მოლარე
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 12 დეკემბერი

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათი, ცვლა ყოველი მესამე დღე-ღამე.
ანაზღაურება ექვსთვიან საგამოცდო პერიოდში: 60 ლარი 24 საათში, საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ - 65 ლარი.
მოქმედებს ბონუსური სისტემა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძვირფასი ლითონების შეფასება და სალომბარდე სესხის გაცემა;
** კონვერტაციების განხორციელება;
** მომხმარებელთა ეფექტური და სწრაფი მომსახურება;
** დღიური დოკუმენტაციის მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ამ სფეროში 1-2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@goacredit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უნივერსალური მოლარე".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |