www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტო ლომბარდის ოფიცერი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ლომბარდის ოფიცრის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ავტო ლომბარდის მიმართულებით მუშაობა ჩაითვლება უპირატესად);
** შეფასების სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული, აზერბაიჯანული);

ძირითადი მოვალეობები:

** ავტო ბაზრის სრულყოფილად ათვისება და პერიოდული ანალიზი.
** საკრედიტო და საგირავნო დოკუმენტაციის მომზადება;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავებისა და დაარქივების უზრუნველყოფა.
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება
;** დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული ანგარიშგების და რაპორტინგის წარმოება ხელმძღვანელობასთან;

პიროვნული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსეთ აპლიკაცია: http://www.leadercredit.ge (დასაქმდი ჩვენთან).

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატიურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:
თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |