www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

კომპანია "ფოლადის სახლი", ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნესის ციკლის გაცნობა და კომპანიის სტრატეგიული მიზნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
** კომპანიაში არსებული ყველა დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის დაგეგმვა და ხელშეწყობა.
** დაქვემდებარებული ბიზნეს ერთეულების (დეპარტამენტი) კვარტალური, წლიური ბიუჯეტების შედგენაში მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი (გაყიდვების, შესყიდვების სამსახური და ფინანსურ სამსახურთან კოორდინაციაში)
** ყველა დეპარტამენტის დონეზე კომპანიის ძირითადი საქმიანობის ეფექტური კოორდინაცია/კომუნიკაცია კორპორატიული მიზნების მისაღწევად.
** მომხმარებელთა მომსახურების პროცესის ზედამხედველობა, მომხმარებელზე კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოების, გაყიდვების, მარკეტინგული სტიმულირების, კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა
** კადრების ოპტიმიზაცია, საჭირო რესურსის მოძიება, შერჩევა და დაქირავება.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობისა და მათ მიერ შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი; კომერციული ქმედებების მონიტორინგის განხორციელება და საზომი პარამეტრების შემოტანა (KPI)
** თანამშრომელთა მოტივირებისთვის, კომერციული მიმართულების მიზნებზე მორგებული საბონუსე სქემების შემუშავება/კორექტირებაში მონაწილეობა და პრაქტიკაში დანერგვა
** სხვა დამხმარე პროცესების ანალიზი, შემუშავება, კონტროლი, მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან/და ფინანსების განხრით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, ხოლო მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე (დეპარტამენტის უფროსი, კომერციული დირექტორი და სხვა) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 30-50 კაციან გუნდთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ 05/053
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (შაბათი მოკლე სამუშაო დღე).

ბენეფიტები:

** ტრანსპორტირება
** კვება
** სატელეფონო ლიმიტი.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "აღმასრულებელი დირექტორი".

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

"ფოლადის სახლი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება. კომპანია ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს გუნდის გაძლიერებას.

კომპანია "ფოლადის სახლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.poladissakhli.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |