www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR ადმინისტრირების/კომპენსაციების მიმართულების სპეციალისტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"გორგია" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრირებისა და კომპენსაციების მიმართულების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, განახლება და მართვა;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული ყველა სახის ცვლილების, მათ შორის დაზღვევის ან/და სხვა
** ბენეფიტების ნაწილში არსებული ცვლილებების ბაზებში/პროგრამაში ასახვა;
** სამუშაო პროცესის მოთხოვნებიდან/პრიორიტეტებიდან გამომდინარე ადმინისტრირების მიმართულებით სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** Excel-ის ფაილებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** კარგი კომუნიკაციის უნარი (სატელეფონო/წერილობითი);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში:

გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |