www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სოლო კრედიტი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

ლომბარდი შპს "სოლო კრედიტი" (ოქროს და ტექნიკის ლომბარდი, ვალუტის კონვერტაცია) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული (24 სთ სამ დღეში ერთხელ, ღამით დაძინების უფლებით). შესაძლებელია სტუდენტებისთვის დროის შეთანხმებაც.
შრომის ანაზღაურება: 600+ ლარი (ბონუსებით 800-900 ლარამდე)

ფუნქცია-მოვალეობები:

1. ტექნიკის ლომბარდი - ოქროს ლომბარდი, ვალუტის კონვერტაცია:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ლომბარდში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
** უზრუნველყოფის შეფასება;
** ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
** მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
** სესხის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება;
** ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.

2. ვალუტა:

** მოსული მომხმარებლისთვის დახვედრა და კარგი გარემოს შექმნა.
** კომუნიკაცია მომხმარებელთან და შესაბამისი თანხის დაკონვერტირება.
** შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა დაარქივება.
** კანონმდებლობის შესაბამისი იდენტიფიკაცია ვერიფიკაციის პროცესების ჩატარება(საჭიროებისამებრ).
** წესრიგის დაცვა და სამუშაო ოფისის მოვლა მოწესრიგება.

სამუშაო გამოცდილება:

** სასურველია: ლომბარდი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია/ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (ნამუშევარი სალაროსთან)//ბანკი (ნამუშევარი სალაროსთან)/, ტექნიკის მაღაზიაში (ტექნიკაში უნდა ერკვეოდეს), იმ აპლიკანტების ვინც კარგად ერკვევა ტექნიკაში მიენიჭებათ უპირატესობა (კერძოდ; ტელეფონები, ლეპტოპები, კომპიუტერები და ა.შ.)რაიმე პროფესიიდან გამომდინარე.
** გამოცდილების არ მქონე პირებს უნდა გააჩნდეს: ლოგიკური აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ათვისების კარგი უნარი, მონდომება/მოტივაცია.

მოთხოვნები:

** კანდიდატს (გოგოს/ბიჭს) უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული.
** ენები- ქართული (კარგად) ინგლისური და რუსული (საშუალო დონეზე)
** ასაკობრივი ზღვარი: 22-დან 33 წლამდე

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** საქმისადმი პატივისცემა
** მონდომებულობა
** სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა

წარსადგენი დოკუმენტაცია:

CV კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად (სრულყოფილად შევსებული) გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე nata.osiashvili@bk.ru

ლომბარდების ქსელი არის ზრდის და განვითარების პროცესში, რისთვისაც ესაჭიროება მოწესრიგებული მიზანდასახული და მობილიზებული თანამშრომლები.

ვაკანსიაზე განიხილება გამოცდილი/გამოუცდელი კადრები რომელთა გადამზადებაც მოხდება ადგილზე, შეირჩევიან მოტივირებული და მონდომებული კადრები რომელთაც ესაჭიროებათ სტაბილური სამსახური!

დამატებითი ინფორმაცია:

1. დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
2. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
3. დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.
4. დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდაკანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |