www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიზაინერ-არქიტექტორი
მომწოდებელი: კავკასიის ინვესტიციებისა და ფინანსების კორპორაცია
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / განცხადების ვადა: 17 დეკემბერი

საინვესტიციო კომპანია სს "კავკასიის ინვესტიციებისა და ფინანსების კორპორაცია", რომლის მართვაშია ლითონ ნაკეთობათა, ავეჯისა და საღებავების წარმოებები, ქალაქ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ასევე პროექტები სამშენებლო და სარემონტო მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას დიზაინერ-არქიტექტორის პოზიციაზე.

ორგანიზაცია არის განვითარების საწყის ეტაპზე, გააჩნია ამბიციური მიზნები, მის მისაღწევად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ფინანსური რესურსი. თუ გსურთ იყოთ თანამშრომლობაზე, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული სწრაფად მზარდი კორპორაციის შექმნის თანამონაწილე შეიძლება ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

პოზიციის დასახელება: ავეჯის დიზაინერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით ავეჯის დიზაინის შემუშავება სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით;
** კატალოგის შექმნა და მისი განახლება თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით;
** გეგმარება, 3D დიზაინის და რენდერების, მუშა ნახაზების შექმნა;
** სპეციფიკაციების და ტექნიკური ნახაზის შექმნა;
** სხვადასხვა ტექნოლოგიური საკითხების და დიზაინების განხილვა წარმოების მენეჯერებთან ერთად. ტექნიკური ნახაზებიდან ტექნოლოგიური ნახაზები/სქემების მომზადება
** ინტერიერის დიზაინ-პროექტების დამუშავება, ტექნიკური გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ინტერიერის დიზაინის ან არქიტექტურის განხრით
** ავეჯის ნიმუშების დიზაინების, გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: 3DMax, AutoCAD, SKRETCH UP + V-RAY, Adobe სასურველია Adobe Illusitrator და Photoshop
** აუცილებელია ინტერიერის დიზაინსა ან არქიტექტურაში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სახლის მოწყობისთვის საჭირო პროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციის კარგი უნარი და გამართული მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ინიციატივიანი
** კრეატიული
** შედეგზე ორიენტირებული
** გუნდში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

კონკურსის ეტაპები:

** რეზიუმეების და პორტფოლიოების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** დავალება;

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV და პორტფოლიო შემდეგ ელ.ფოსტაზე hr.cifcorp@gmail.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევა მოხდება პარალელურ რეჟიმში. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მცირე რაოდენობით შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |