www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსი
მომწოდებელი: საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
თანდართული ფაილი: 83533_application_form_5196472.zip
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

"საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია" (სიფა) აცხადებს მიღებას სამშენებლო სამართლის პრაქტიკულ კურსზე.

სასწავლო კურსი ფასიანია და განკუთვნილია პრაქტიკოსი ადვოკატებისა და იურისტებისთვის.

სასწავლო კურსი წარიმართება სამშენებლო სამართლის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებზე, დაწყებული საქართველოს ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარებიდან, დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებით. კურსის ფარგლებში მსმენელები დეტალურად გაივლიან სამშენებლო ხელშეკრულების ტიპებს და გაიუმჯობესებენ მათი შედგენის ტექნიკას. ხელშეკრულებებზე მუშაობის უმთავრესი მიზანია მონაწილეთათვის იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას რთული და კომპლექსური სახელშეკრულებო ურთიერთობის საწყის ეტაპზევე მოახდინონ სავარაუდო/მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირება.

თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკული საკითხების და კაზუსების განხილვა, მოკლე სავარჯიშოებსა და ჯგუფურ დავალებებზე მუშაობა, სასამართლოს მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიმოხილვა ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას და მეორეს მხრივ, დაეხმარება სამშენებლო სფეროში მომუშავე იურისტებს ყოველდღიურ საქმიანობაში.

სასწავლო კურსის განმავლობაში, სპეციფიური პრაქტიკული ცოდნის გაზიარების მიზნით, მოწვეულნი იქნებიან სამშენებლო და საგადასახადო დარგის წარმომადგენლები.

სასწავლო კურსის განმავლობაში მონაწილეებს გადაეცემათ სამშენებლო-დეველოპერულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ნიმუშები, რომლითაც იხელმძღვანელებენ მომსახურების გაწევისას.

სასწავლო კურსის ბოლოს ჩატარდება გამოცდა, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) სახელით გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს სერთიფიკატის მფლობელის კვალიფიციურობას სამშენებლო სამართლის სფეროში.

სასწავლო კურსის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში მონაწილეს, შესაძლებლობა ექნება მიიღოს დამატებითი კონსულტაცია, კურსის ფარგლებში გავლილ საკითხებზე, რათა მოხდეს შესწავლილი საკითხების პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება და არსებული ან პოტენციური კლიენტის უკეთესად მომსახურება.

სასწავლო კურსის შეხვედრები იგეგმება საღამოობით (19:00-დან), კვირაში ერთხელ ან ორჯერ და მოიცავს 3-4 თვის განმავლობაში 48 სამუშაო საათს. (თვეთა რაოდენობა დამოკიდებულია მსმენელთა ინტერესებზე, რომელთა ჩართულობით დაიგეგმება როგორც სასწავლო კურსის სამუშაო დღეები, ასევე ხანგრძლივობა თითოეულ სამუშაო დღეს).

სასწავლო კურსს გაუძღვებიან საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი იურიდიული ფირმის - GLCC - პარტნიორი და დირექტორი - ალექსანდრე ქამუშაძე და ამავე იურიდიული ფირმის სასამართლო პრაქტიკის ხელმძღვანელი, ადვოკატი - ნიკოლოზ აბუთიძე.

სასწავლო კურსის მთლიანი ღირებულება შეადგენს 800 ლარს. თანხის დაფარვა შესაძლებელია ეტაპობრივად, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

სასწავლო კურსის წარმართვა, მისი ინტერაქციული მეთოდიდან გამომდინარე, იგეგმება ფიზიკურად. თუმცა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი მთლიანად ან ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში გადატანა.

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა, არაუგვიანეს 01 დეკემბრისა, გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@alfg.ge

კითხვების და დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ როგორც ელფოსტის მეშვეობით, ასევე დარეკოთ შემდეგ სატელეფონო ნომერზე: 511 14 30 66



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |