www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ტესტერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დეტალური და კარგად სტრუქტურირებული ტესტირების გეგმისა და ტესტ ქეისების შედგენა;
** ტესტირების შედეგების გაანალიზება, ხარვეზების გამოვლენა და დოკუმენტირება;
** ტესტირების შედეგებზე რეპორტის მომზადება;
** აღმოჩენილი ხარვეზისთვის გადაჭრის გზების მოფიქრება;
** პროდუქტების განვითარების განყოფილებასთან აქტიური თანამშრომლობა ახალი პროდუქტების ხარისხის სამართავად;
** პროგრამული პროდუქტის ხარისხის კვლევა მისი გაუმჯობესების მიზნით;
** ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ რეგრესული ტესტირების ჩატარება;
** ​ტესტირებასთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვა, შეფასება, პრიორიტიზირება და კოორდინირება;
** ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში სუსტი წერტილების გამოვლენა და გაუმჯობესების პროცესში ჩართვა;
** ტესტირების ახალი ინსტრუმენტების და სტრატეგიების განახლებული ინფორმაციის ფლობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ინფორმაციული ტექნოლოგიების ან საბუნებისმეტყველო მიმართულებით);
** ​ტესტერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** პროგრამული დეველოპმენტის ციკლის, ტესტირების მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტების და პროცესების ცოდნა;
** სხვადასხვა სააღრიცხვო სისტემებთან (Jira, Codebase, Asana, Gitlab..) მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2020 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ტესტერი"

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;
ელფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |