www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Heel
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

გერმანული ფარმაცევტული კომპანია "ჰეელ"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე იმერეთი-სამეგრელოს რეგიონში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება;
** წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ცოდნა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** საკუთარი ავტომანქანის ყოლა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** ყოველთვიური, კვარტლური და წლიური გეგმის შესრულება დასახული სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის ფარგლებში;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;

პირობები: ხელფასების ღირსეული დონე (ინდივიდუალურად განიხილება), პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

ხუთდღიანი სამუშაო კვირა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: heelofficialgeorgia@gmail.com.

დასახელებაში მიუთითეთ სამედიცინო წარმომადგენელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |