www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი - კარტოფილის სადემონსტრ. ნაკვეთის მოწყობა
მომწოდებელი: CIP
თანდართული ფაილი: 83548_USAID_Tender_2678298.zip
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 21 დეკემბერი

"USAID-ის კარტოფილის პროგრამა საქართველოში" იწვევს დაინტერესებულ ფერმერებს თესლწარმოების სადემონსტრაციო ნაკვეთების მოსაწყობად.

"USAID-ის კარტოფილის პროგრამა საქართველოში" ხორციელდება კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) მიერ, რომელიც არის 3 წლიანი პროგრამა და მიზნად ისახავს კარტოფილის გაყიდვების პროდუქტიულობის და მნიშვნელოვნების გაზრდას საქართველოში მცირე მეურნეობის ფერმერებს შორის, ადგილობრივი კარტოფილის თესლის წარმოების მასშტაბის, აგრეთვე ხარისხის გაზრდის გზით, დაბალი პროდუქტიულობის ძირეული მიზეზების გათვალისწინებით და ხელს უწყობს კომერციულ და ინსტიტუციონალურ პლატფორმებს, რომლებიც უყრიან საფუძველს კარტოფილის მდგრადი მარკეტინგის სისტემას.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში USAID-ის კარტოფილის პროგრამა გეგმავს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილობრივად წარმოებული კარტოფილის სარგავი და სათესლე მასალის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, კონკურსის გზით შერჩეული ფერმერების ნაკვეთებში ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტებში შემავალ თემებში.

განაცხადთან დაკავშირებული შეკითხვებისათვის საინფორმაციო შეხვედრა შედგება პროექტის Facebook გვერდზე @USAID Potato Program in Georgia 9 დეკემბერს 12 საათზე.

განაცხადის შევსების საბოლოო თარიღია 2020 წლის 21 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |