www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: კროკობეთი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 დეკემბერი

კომპანია "კროკობეთი" (http://crocobet.com) ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა აზარტული თამაშების სფეროში.

ჩვენი გუნდი განაგრძობს ზრდას და აცხადებს ვაკანსიას ვებ მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (განიხილება დამამათავრებელი კურსის სტუდენტიც);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია IT ან დეველოპმენტში მუშაობის გამოცდილება;
** JavaScript-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

მოვალეობები:

** საიტისა და პროდუქტების გამართულად მუშაობის კონტროლი;
** ახალი პროდუქტების გატესტვა როგორც ჩართვის ეტაპზე, ასევე პრობლემის მოგვარების პროცესში;
** პრობლემის დადგენა და მის გადასაჭრელად გადაწყვეტილების სწრაფად მიღება;
** კომუნიკაცია როგორც დეველოპერებთან და პროდუქტების მომწოდებლებთან, ასევე კომპანიაში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** კორპორატიულ დაზღვევას;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გაქვთ შესაძლებლობა სრულად გამოავლინოთ საკუთარი პოტენციალი და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალად.

დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: jobs@crocobet.com და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |