www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Property Georgia
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / განცხადების ვადა: 22 იანვარი

"Property Georgia" არის უძრავი ქონების N1 ჰაბი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ქართული უძრავი ქონების ბაზრის ლიდერ კომპანიებს/პროექტებს/საინვესტიციო შეთავაზებებს და ქმნის უნიკალურ ჰაბს ახალი პროექტებისა და უძრავი ქონების სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად, ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორებისთვის. https://propertygeorgia.ge/en-ზე წარმოდგენილია უძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული კვლევების, ტენდენციების ექსპერტული ანალიზი.

"Property Georgia" ეძებს უძრავი ქონების გაყიდვების კონსულტანტებს.

განიხილება როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა.

კომპანიის კლიენტები არიან:

** კორპორატიული კლიენტები (სექტორის წარმომადგენელი ადგილობრივი და უცხოური კომპანიები და ინვესტორები);
** მსხვილი უძრავი ქონებით დაინტერესებული ადგილობრივი და უცხოელი ფიზიკური პირები.

უძრავი ქონების გაყიდვების კონსულტანტის ამოცანაა:

კორპორატიული კლიენტების ნაწილში:

** მომხმარებლების მოძიება;
** კლიენტების ბაზების განახლება და მართვა;
** კლიენტების ინფორმირება კომპანიის სერვისების და შეთავაზებების შესახებ;
** მარკეტინგის და კონტენტის მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობა;
** კორპორატიული კლიენტების გაყიდვების შემდგომი მომსახურება.

ფიზიკურ პირების ნაწილში:

** კომუნიკაცია ადგილობრივ და უცხოელ მომხმარებლებთან;
** მათთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და შეთავაზებების მომზადება;
** ინფორმაციის მოძიების მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო საბროკერო კომპანიებთან ურთიერთობა;
** ონლაინ ჩათის და ელფოსტის მართვა;
** რეპორტების წარმოება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის და მომხმარებლებთან მუშაობის, მომსახურების უნარ-ჩვევები;
** პრეზენტაციის, წერითი და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გაყიდვების წარმართვა და შედეგზე ორიენტაცია;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საუბარი, წერა);
** სასურველია უძრავი ქონების სფეროში/გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებულ, კრეატიულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** ბიზნესის კეთების საერთაშორისო პერსპექტივას (მსოფლიოს 70 ქვეყანა);
** კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც მიბმული იქნება შედეგებზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@propertygeorgia.ge, 2021 წლის 25 იანვრამდე.

სათაურში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |