www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინკუბატორის ოპერატორი
მომწოდებელი: საბუდარა
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს "საბუდარა"/"ქართული ფრინველი" 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრინველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით.

თუ ხარ მოტივირებული, კრეატიული და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი ინკუბატორის ოპერატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ​საინკუბაციო კვერცხის მიღების, დახარისხების, შენახვა;
** ​საინკუბაციო კვერცხის ნაშთების კონტროლი;
** ​საინკუბაციო რეჟიმების, ჟურნალების, განგაშის სიგნალების, საინკუბაციო კარადებში არსებული კვერცხის ტემპერატურის, ყოველდღიური კონტროლი;
** საინკუბაციო კარადებიდან საჩეკ კარადებში კვერცხის დროული გადატანის კონტროლი;
** ინკუბატორში არსებულ ინვენტარის, მასალების აღრიცხვა;
** წიწილის დათვლა დახარისხება მეკვერცხული წიწილის შემთხვევაში სქემაზე გადარჩევა;
** ინკუბატორში სანიტარული და ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** ხელმძღვანელობისათვის;
** აუცილებლობის შემთხვევაში საინკუბაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დამსაქმებელი მზადაა კადრს რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრების ეტაპს და არ გააჩნია შესაბამისი საქმის გამოცდილება გააცნოს საწარმოო პროცედურის სპეციფიკა და ჩაუტაროს სათანადო ინსტრუქტაჟი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მე-4 მაცივრების ტერიტორია, ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |