www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"ვაბაკო" პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების მიმართულებით მოღვაწე კომპანიაა. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება ყოველთვის ფასდება.

ვეძებთ ქოლ-ცენტრის ოპერატორს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაში.

ძირითადი სამუშაო:

** სატელეფონო ზარებისა მეშვეობით პრობლემური საკითხების მიღება და მოგვარება;
** კლიენტების კონსულტირება ჩვენი პროდუქტის გამოყენებაში;
** მიღებული რთული ტექნიკური და მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (განიხილება სტუდენტებიც);
** გამართული მეტყველებისა და წერის უნარები.

პირობები:

** კვირაში 5 დღე, ცვლების მიხედვით, 09:00-დან 18:00-მდე ან 15:00-დან 00:00-მდე, დისტანციურად;
** ანაზღაურება: 500 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Call Center Operator".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |