www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების-შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საბუდარა
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს "საბუდარა"/"ქართული ფრინველი" 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრინველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით.

თუ ხარ მოტივირებული, კრეატიული და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი გაყიდვების-შესყიდვების (იმპორტ-ექსპორტი, ასევე ადგილობრივი შესყიდვების) მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების წარმოება და მასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
** ლოჯისტიკის დეპარტამენტთან კომუნიკაცია და შესყიდვების პროცესების მართვა კონტროლი;
** სასურველია საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ვეტერინარული ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Word, MS Excel მაღალ დონეზე ფლობა, სასურველია adobe photoshop, adobe illustrator-ის ცოდნაც.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მე-4 მაცივრების ტერიტორია, ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |