სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოება;
** კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
** საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის სფეროში, ფინანსები, აღრიცხვა, აუდიტის მიმართულებით
** ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების, Fina-ს ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი უნარები:
** პუნქტუალური, მოწესრიგებული, დისციპლინირებული;
** იდეების სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 სთ;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N19
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr-1@chita.ge. subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!