"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
1. ფინანსები: ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 03 ვაკანსია;
2. მარკეტინგი: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 04 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 05 ვაკანსია.
3. მეწარმეობა და ინოვაციები: ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 03 ვაკანსია.
4. ეკონომიკა: ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია.
5. ციფრული ტექნოლოგიები (აგრობიზნესში): ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია
6. ციფრული ტექნოლოგიები: ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია
7. ინფორმაციული მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია
8. პროგრამირება: ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია, ასოცირებული პროფესორი - 04 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია. აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
** პროგრამირება (Python)
** პროგრამირება (JVM, JXT, Spring)
** მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი (Android) მანქანური სწავლება
** მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:
საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის:
** პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ი;
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ(ებ)ი;
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
საკონკურსო მოთხოვნები პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის:
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება; შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობებისთვის შესაძლებელია პროფესიული ნიშნით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირთა არჩევა, თუ აღნიშნულ პირს უდასტურდება სათანადო კვალიფიკაცია (მაგ., ვაკანსიის შესაბამისი დარგის ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ზედა რგოლის მენეჯერულ - ხელმძღვანელ პოზიციებზე არანაკლებ 5 წლის მუშაობა ან ვაკანსიის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის მუშაობა და სპეციალური მომზადება - საერთაშორისო სერტიფიცირება ან სხვა, რაც ადასტურებს შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობასა და მის მიერ სტუდენტებისთვის აქტუალური უნარების ჩამოყალიბების შესაძლებლობას), რომლითაც უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პროგრამით/სასწავლო კურსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
** განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
** შევსებული "კონკურსანტის ანკეტა" (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის). უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
** საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია. უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
** ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
** უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ.
შესარჩევი ვადები:
** საკონკურსო საბუთების მიღება: 01.02.2021-05.02.2021;
** კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 08.02.2021 - 10.02.2021;
** კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 11.02.2021;
** საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 12.02.2021;
** კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 15.02.2021 - 16.02.2021;
** კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 17.02.2021 - 22.02.2021;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 23.02.2021;
** კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 24.02.2021
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 20 წუთი.
საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ. ფორმით - ბტუ-ს ელფოსტაზე (vacancy@btu.edu.ge) გაგზავნით.
დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი თამარ გერგაული, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი.
საკონტაქტო ტელ. +995 555228688;
ელფოსტა: hr@btu.edu.ge