www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გერმანულენოვანი გიდი/ექსკურსია-მძღოლი
მომწოდებელი: შადრევანი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 22 იანვარი

შპს "შადრევანი" აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი გიდი/ექსკურსია-მძღოლის პოზიციაზე.

ეს ვაკანსია არის მათთვის, ვინც კარგად ფლობს გერმანულ ენას. უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, ვისაც აქვთ გერმანულენოვან ტურისტებთან მუშაობის ან გერმანიაში ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება. საკონფერენციო პროგრამებით მუშაობის და მოდერირების გამოცდილება იქნება პლუსი - მაგ.: Zoom-ით კონფერენციების და სხვადასხავ ღონისძიებების დაგეგმვა/მართვა.

მოთხოვნები:

** უცხო ენა - გერმანული;
** ზოგადი განათლების მაღალი დონე;
** საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნა.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** მოდერირების უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინისა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - MS Office: Word; Excel.

საცდელი პეროდი შეადგენს სამ თვეს.
სამუშაოს დაწყების თარიღი: 01.03.2021.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: info@abwines.de და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გიდი/ექსკურსია-მძღოლი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე, საკონფერენციო პროგრამის Zoom-ის საშუალებით.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2021 წლის 22 იანვრის ჩათვლით.

შპს "შადრევანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |