www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მედ თრეიდერი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

შპს "მედ თრეიდერი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო (ორთოპედიული, ნეიროქირურგიული) იმპლანტების და ინვენტარის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული პროდუქციის მარაგების კონტროლი და დროული შევსება;
** ახალი პროდუქტის უცხო ბაზრიდან მუდმივი მოძიება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
** უცხოელ მომწოდებლებთან დაკავშირება და მათთან მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულებების და მიწოდების პირობების შეთანხმება;
** იმპორტის პროცესში შესაბამისი გადამზიდი კომპანიების მოძიება და ლოჯისტიკური პროცესის უზრუნველყოფა;
** შესყიდვის პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან სამედიცინო მიმართულებით);
** შესაბამის პოზიციაზე (სამედიცინო შესყიდვების მენეჯერი) მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
** კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@medtrader.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით უფლებას გვაძლევთ აღნიშნული მონაცემები შევინახოთ ბაზაში არაუმეტეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ინფორმაციის ბაზაში შენახვა ხდება მისი სათანადო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ხელახლა განხილვის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |