www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო ინჟინერი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

"თბილისი მედიკ" მე-11 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას, ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული და ახალი პროდუქტების ტექნიკური და ფუნქციური სრულყოფილი შესწავლა;
** კლიენტების კონსულტაცია შესყიდული პროდუქციის ექსპლოატაციის პირობებზე;
** კლიენტების მიერ შესყიდული პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში მათი შეკეთების უზრუნველყოფა;
** გაყიდული აპარატურისა და მისი ექსპლოატაციის პროცესის პერიოდული მოკითხვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მხარდაჭერა;
** დაზიანებული აპარატურის ხარისხიანი და დროული შეკეთების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური/საინჟინრო განათლება;
** სასურველია საინჟინრო საკვალიფიკაციო სერთიფიკატი;
** სამედიცინო საინჟინრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა და აქტიურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო საათები: 09:30-18:00 სთ.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქ. ლუბლიანას 28ა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@tbilisimedic.ge 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |