www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხაზინის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ალფა-ექსპრესი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

სს მიკროსაფინანსო "ალფა ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავალუტო კონვერტაციების ოპერაციების დაგეგმვა/მართვა/ხელმძღვანელობა კომპანიის მასშტაბით;
** ვალუტის გაცვლითი კურსის დადგენისა და მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და მართვა ამ მიმართულებით ფინანსურ სექტორში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;
** მოქმედ სავალუტო კურსებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება და ცვლილებებზე კომპანიის მყისიერი და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა და განსაკუთრებულ შემთხვევებში მათთვის სპეც. კურსის დადგენა და შეთავაზება;
** სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზის მომზადება, მომგებიანობის ანალიზი, რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ფინანსების განხრით;
** სავალუტო ოპერაცების წარმოება/მართვის გამოცდილება საბანკო ან მიკროსაფინანსო სექტორში;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სასურველია შესაბამის სოფტებში (ბლუმბერგი, ფორექსი, სხვ.) მუშაობის გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები:

** ანალიზისა და სტატისტიკის წარმოების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: Kdarsadze@alpha-express.ge

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ხაზინის სამსახურის უფროსი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |