"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს ქიმიის მასწავლებლის პოზიციაზე.
აღნიშნული პოზიციისთვის, სკოლა კანდიდატს სთავაზობს წინამოსამზადებელ პერიოდს (3 თვე). შერჩეული კანდიდატი გაეცნობა სკოლის კულტურას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის გუნდთან ერთად ჩაერთვება სამუშაო პროცესში, რომელიც მოიცავს სკოლის ლაბორატორიის პირობებში განხორციელებადი კვლევების დაგეგმვას, ახალი სასწავლო აქტივობების შექმნას, სასწავლო პრაქტიკაზე დაკვირვებას, პროფესიული ლიტერატურის განხილვას და სხვა.
წინამოსამზადებელი პერიოდის დასრულებისთანავე, კანდიდატი განიხილება 2021-2022 სასწავლო წლის ქიმიის მასწავლებლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ქიმიის სწავლება ძირითადად ლაბორატორიული აქტივობებით;
** კათედრისა და სკოლის ფარგლებში პროფესიული განვითარების სქემებში ჩართვა;
** კათედრის წევრებთან ერთად სასწავლო პროცესის დაგეგმვაზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ქიმიის მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@millennium-school.org
სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 20 თებერვლისა. გასაუბრება გაიმართება დისტანციურად (პლატფორმა "ზუმის" საშუალებით).
ქვემოთ მოცემულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის გუნდის მიერ შექმნილი პროექტები:
სამეცნიერო პრაქტიკული: https://www.facebook.com/218634848168229/videos/196410258369084/
ათასწლეულის სამეცნიერო ჟურნალი: http://www.millennium-school.org/ge/atastsleulis-sametsniero-zhurnali-1
სხვა პროექტები: http://www.millennium-school.org/ge/proektebi
საბუთების მიღება მიმდინარეობს 10 თებერვლის ჩათვლით.