www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: GFSIS
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

თანამდებობა: პროექტის ასისტენტი (სრული განაკვეთი)

"საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი" (GFSIS) ეძებს გამოცდილ, პროაქტიურ პროექტის ასისტენტს, რათა იმუშაოს პროექტის გუნდთან ერთად გრძელ და მოკლევადიან პროექტებში. პროექტის ასისტენტი ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერსა და აღმასრულებელ დირექტორთან; ასისტენტის მთავარი პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მიიღოს ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მოიცავს შესაძლებლობათა ზრდის, საჯარო პოლიტიკის, ეროვნული უსაფრთხოების, ეროვნული უმცირესობებისა და ახალგაზრდების საკითხებს.

მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** სალაპარაკო და წერითი ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე ქართული ენის ცოდნა;
** პროექტებში ტექნიკური და ადმინისტრაციული მონაწილეობის გამოცდილება;
** სტრესულ გარემოში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მრავალნაირ საქმესთან ერთდროულად გამკლავების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საბუთების თარგმნის უნარი (ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური)
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, საჭიროების შემთხვევაში, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** GFSIS-ის პროექტების აქტივობების კოორდინაცია და მენეჯმენტი;
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება;
** პროექტის თანამშრომლებთან, დონორებთან და ბენეფიციარებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;
** პროექტის მენეჯერის დახმარება ყოველთვიური და კვარტალური ნარატიული ანგარიშების შედგენაში;
** პროექტების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
** ფინანსური მენეჯერის დახმარება ფინანსური ანგარიშების მომზადებაში;
** პერიოდულად პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების თარგმნა (ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური);
** სტუმრად მყოფი პროფესორებისა და დონორების ლოჯისტიკური დახმარება, მიმართულების მიცემა, მათ შორის, სასტუმროსა და ბილეთების ჯავშანთან დაკავშირებით;
** ტრენინგთან დაკავშირებულ საქმიანობაში დახმარება, კერძოდ, პროექტის მონაწილეთა კოორდინაცია, კურსის კურიკულუმისა და ტრენინგის განრიგის შემუშავება;
** პროექტის დოკუმენტაციის წარმოება, სისტემებისა და მონაცემთა ბაზების შევსება;
** ურთიერთობა როგორც ადგილობრივ და სტუმრად მყოფ პროფესორებთან, ისე შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;
** პროექტის მენეჯერის ზედამხედველობით პროექტის საქმიანობასა და სატრენინგო კურსებთან დაკავშირებული შეფასებების შემუშავება;
** ავტორების, მთარგმნელების, გამომცემლების, დიზაინერებისა და სხვადასხვა პროექტის პუბლიკაციების კოორდინირება და მეთვალყურეობის გაწევა;
** სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ექსპერტთა მრგვალი მაგიდის, შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება;
** სხვა საჭირო დავალებების შესრულება.

სამუშაო პირობები:

პროექტის ასისტენტის თანამდებობა მოიცავს სრულ განაკვეთს. ეს თანამდებობა არის ვადიანი საკონტრაქტო პოზიცია, რომელიც ძალაშია დანიშვნის დღიდან და გადაიხედება ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი პასუხისმგებელია შვებულებებსა და საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა სარგებელზე/შეღავათებზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: info@gfsis.org

დოკუმენტების გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: "ვაკანსია პროექტის ასისტენტის პოზიციაზე".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაღალი ინტერესის გამო საბუთების მიღების ინდივიდუალურად დადასტურება ვერ მოხდება. დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ GFSIS შერჩეულ კანდიდატებთან გამართავს გასაუბრებას. გასაუბრება ჩატარდება თბილისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის შესახებ გთხოვთ ეწვიოთ ფონდის ვებგვერდს: www.gfsis.org

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2021 წლის 25 იანვარი, 18:00.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |