www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სავაჭრო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

შპს "სავაჭრო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

შპს "სავაჭრო ჯგუფი" ახორციელებს სახელმწიფო და კომერციულ ტენდერებში მონაწილეობას და შესაბამისი საქონლით საერთაშორისო ბაზრებიდან მომარაგებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ტენდერების დამუშავება და შესაბამისი პროდუქციის მოძიება საერთაშორისო ბაზრებზე
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** ხელშეკრულებების გაფორმება;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველი შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:

** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** მათემატიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-18:00

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: d.dikani@gmail.com

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 31.01.2021.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |