"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება. ფინანსური ბიურო, საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 700-მდე თანამშრომელს.
ფინანსური ბიურო აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ლაგოდეხში;
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი: 10:00 საათიდან 13:00 საათამდე)
მოვალეობები:
** კადრების მოძიება და ჯგუფის ფორმირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და შედეგების ზრდაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
** თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად მუშაობის და დისციპლინის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook)
კომპეტენციები და უნარები:
** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge. Subject-ის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი ლაგოდეხში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.