სს "ბაზისბანკი" აცხადებს სტაჟირებას აგრო სესხების ექსპერტის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** აგრო სესხების მაღალხარისხიანი საკრედიტო პორტფელის ფორმირება;
** მუდმივი ზრუნვა ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება, პრეზენტაცია საკრედიტო კომიტეტზე, სესხი გაცემა;
** პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია - საბანკო საქმე, საბუღალტრო აღრიცხვა; ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირება)
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2021 წლის 22 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!