"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.
ფინანსური ბიურო, საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 21 ფილიალს და 700-ზე მეტ თანამშრომელს.
"ფინანსური ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხის მართვის ოფიცრის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს აღწერა:
** დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე; (MS Word; MS Excel; MS Outlook)
კომპეტენციები და უნარები:
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ვადაგადაცილებული სესხის მართვის ოფიცერი - თბილისი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.