www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან "ლაქტალისის" ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: 735 ლარი (ნეტი)

ფუნქციები:

** რეალიზაციის (უკან დაბრუნებების, შეკვეთების) დოკუმენტების გამოწერა/კორექტირება და კონტროლი;
** საგადასახადო ა/ფ გამოწერა და კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები);
** ბუღალტრის ასისტენტად ან ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** 1C პროგრამის ცოდნა (აუცილებელი).

პიროვნული თვისებები:

** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2021 წლის 25 იანვრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "1C ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |