www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ოდისეა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

კომპანია "ოდისეა" და "კინგსი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, მედეა ჩახავას 9.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** ადამიანური რესურსის ადმინისტრირების მართვა;
** ახალი კადრის შერჩევა;
** თანამშრომლების შერჩევის სტრატეგიის განსაზღვრა;
** ადამიანური რესურსების აყვანის არხების განვითარება სხვადასხვა რანგის პოზიციებისთვის;
** შერჩევის პროცესის წარმართვა შესაბამისი ხელმძღვანელი პირების ჩართვით;
** თანამშრომლების ტრენინგების და განვითარების პროცესის აწყობა და მართვა;
** კადრების შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
** შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირება, შესაბამისი ვადების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

პიროვნული თვისებები:

** ძალიან კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში წერილი უნდა გამოაგზავნოთ ელფოსტაზე hr@odisea.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |