www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

"ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
სამუშაო საათები - 09:30-19:00 (ორშაბათი-შაბათი)

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა(საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები);
** კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
** სატელეფონო ზარების განხორციელება, პროდუქციის შეთავაზების მიზნით;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
** გაყიდვების გეგმების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
** მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - გაყიდვების კონსულტანტი.

კომპანია "ამბოლში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |