საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მომსახურების დანახარჯთა და ტარიფის დადგენის მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში, კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით, შექმნილია სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კონკურენციის წინასწარ რეგულირებას, ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას, გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვებისა და ურთიერთჩართვის უზრუნველყოფას; ასევე, საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის რეგულირებას და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://comcom.ge/ge/
თანამდებობრივი სარგო: 4162 - 5827 ლარი
ანგარიშვალდებულება: სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი.
კატეგორია: კვლევა-ანალიტიკა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
საბუთების მიღების ვადა: 2020 წლის 31 დეკემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საკონტაქტო პირი: მარიამ ჩოხელი, ტელ: 593 22 63 24; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე და სავალდებულო დოკუმენტაცია შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@comcom.ge მოთხოვნილი წესის შესაბამისად.
ველში Subject მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.