www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიწოდების ჯგუფის ზედამხედველი
მომწოდებელი: აი დი ეს ბორჯომი თბილისი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

შპს "აი დი ეს ბორჯომი თბილისი" - სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მიწოდების ჯგუფის ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ქინძმარაულის N5
სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი (ყოველი მეორე დღე)
ანგარიშვალდებულება: მიწოდების ქსელისა და ლოგისტიკის დირექტორი
ხელფასი და სხვა სარგებელი: ფიქსირებული ხელფასი, ბონუსი, სამედიცინო დაზღვევა, მობილური ტელეფონის ლიმიტი, სხვა სტანდარტული პრემიები
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთილი პროდუქციის გადანაწილება და მიწოდების კონტროლი;
** შეკვეთების დროულად და ხარისხიანად მიწოდებისთვის საჭირო ადამიანური რესურსების დაგეგმვა/გადანაწილება;
** მარშრუტების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** მარკეტინგული და სარეკლამო მასალების მიწოდების დაგეგმარება და მონიტორინგი;
** კომპანიის ავტომობილების მოძრაობის მონიტორინგი (GPS) და საჭიროებისას, შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** საწვავის ლიმიტების კონტროლი;
** კომპანიაში დანერგილი ERP სისტემაში მონაცემების შეყვანა
** მაღაზიებთან ურთიერთობა, პრობლემების გარკვევა/აღმოფხვრა, და მონიტორინგი.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების დასწრების აღრიცხვა, მათი მუშაობის შეფასების წარმოება და კონტროლი.
** ახალი პროცესების ინფორმირება დაქვემდებარებულთათვის და მათ შესრულებაზე კონტროლი.

პიროვნული უნარები:

** შრომისმოყვარეობა
** გუნდის მართვის უნარი
** დაძაბულ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** საქმის მოთხოვნილ ვადებში და შესაბამისი ხარისხით შესრულების უნარი

პროფესიული უნარები:

** თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სადისტრიბუციო არხების ცოდნა
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** განათლება: უმაღლესი.
** ენები: რუსული ან/და ინგლისური სალაპარაკო დონეზე
დისტრიბუციაში მუშაობის და გუნდის მართვის გამოცდილება არის აუცილებელი პირობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel; Word; PP; Outlook - საშუალო დონეზე ცოდნა არის სავალდებულო)
** უპირატესობა მიენიჭება ექსელში მუშაობის გამოცდილების მქონდე კანდიდატებს.

რეზიუმე შეგიძლიათ გამოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbs.work@ids-borjomi.com; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - Delivery team supervisor,

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებებს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |