საერთაშორისო ფინტექ კომპანია "ვოლიფეი", რომელიც ქართულ ბაზარს პირადი ფინანსების მართვის ახალ პლატფორმას სთავაზობს, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამსახურეობრივი მოვალეობები:
** მარკეტინგული საკომუნიკაციო გეგმის შედგენა, შესრულება და მართვა;
** მარკეტინგის მიმართულებით ბიუჯეტირების, აქტივობების მომზადება-განხორციელება, რეპორტი და მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;
** სააგენტოებთან / ფრილანსერებთან კომუნიკაცია და პროექტების მართვა;
** ბრენდინგის, დიზაინის, საკომუნიკაციო მასალების დაგეგმარება და მართვა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში
** ციფრული სარეკლამო არხების და კონტენტის მართვა
** პარტნიორ კომპანიებთან ერთად ერთობლივი მარკეტინგული და გაყიდვების ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა- შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
** ფინანსური და ტექნოლოგიური სფეროს ტენდენციებისა და პროდუქტების ცოდნა
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@wallypay.eu და სათაურის ველში მიუთითოთ "მარკეტინგის მენეჯერი".