მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების მენეჯერის პოზიციაზე.
"მისო ევრო კრედიტი" (http://www.eurocredit.ge) არის ევროპული კაპიტალით დაფუძნებული ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ტიპის მენეჯმენტით და ორიენტირებულია თანამშრომელთა კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე, ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ბიზნეს კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** პოტენციურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება;
** მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი/შეფასება;
** კორპორაციული ფინანსების და ფინანსური უწყისების ანალიზის ცოდნა/მომზადება;
** ბიზნეს სესხის პროექტის მომზადება და კომიტეტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
** ბიზნეს სესხის გაცემის პროცესის მართვა/ კოორდინირება ფილიალების ჭრილში;
** პორტფელში არსებული სესხების გადახდის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი მართვა;
** პერიოდული ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია საბანკო ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში - მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს სესხების დაკრედიტების მიმართულებით; (სავალდებულო მოთხოვნა)
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ C3); (სავალდებულო მოთხოვნა)
დამატებითი უნარები:
** ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** აქტიური, კომუნიკაბელური;
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
შემდეგი ეტაპისთვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.