www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილია: ბაგები, წყნეთის გზატკეცილი № 56
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე,
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური სამუშაოების დაგეგმარება, კოორდინაცია, კონტროლი;
** ობიექტებზე დანადგარების გამართულ და უწყვეტ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა;
** ობიექტების ტექნიკური მომსახურება;
** ხარვეზების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
** ელექტრო სისტემების დამონტაჟება და ტექნიკური მომსახურება;
** საჭირო ინვენტარისა და მოწყობილობების შეძენის უზრუნველყოფა;
** საქმიანობის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება;
** დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ - ჩვევები;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რუსული ენის ფლობა;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ტექნიკური მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |