კაფე "რეცეპტორი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. ბარისტა
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება - აუცილებელია.
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
** ასაკი: 18 დან 40 მდე.
** ენა: ინგლისური და რუსული (B1)
ძირითადი მოვალეობა:
** ბარში მუშაობა - ცივი და ცხელი სასმელების (ყავის) სხვადასხვა სახეობის მაღალ დონეზე მომზადება.
** შეკვეთის სწრაფად და მაქსიმალურად სტანდარტების დაცვით მომზადება;
** მენიუში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილად ცოდნა;
** შეკვეთის მიღება და მისი პროგრამულად გატარება;
** ანგარიშსწორება.
** სალაროს საქმიანობის წარმართვა.
** მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება; პროდუქციის შესახებ (ფასი, მახასიათებლები, შემადგენლობა);
აუცილებელი უნარები:
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** ენერგიულობა
** პუნქტუალურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პიროვნული და პროფესიული განვითარების უნარი
გრაფიკი: ცვლებში 08:00-20:00 / 20:00-08:00.
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე: coffeereceptor@gmail.com
CV/ის წარდგენის ვადაა 2021 წლის 12 მარტის ჩათვლით.