შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ტექნიკური სერვისის სპეციალისტის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები: ტექნიკური ხარვეზების მქონე სწრაფი ჩარიცხვის აპარატისა და მისი დეტალების შეკეთება (დაშალა, აწყობა, გამართვა)
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან ან/და ციფრულ ელექტრო-ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** კარგი ფიზიკური მომზადება;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.
ხელფასი: 600 ლარი
სამუშაო დრო: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).