www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: AML შესაბამისობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას AML შესაბამისობის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კლიენტების იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების გამოვლენა/გაგზავნა;
** ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა კონტროლის, წესების და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ფულის გათეთრების წინააღმდეგ შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების პროცესის მართვა;
** ეროვნულ ბანკში წარსადგენი რეპორტების მომზადება;
** საზედამხედველი ორგანოს მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულება;
** სხვადასხვა განყოფილებებისათვის კონსულტაციის გაწევა ეროვნული ბანკის რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად;
** ფროდების გამოვლენის ნაწილში ჩართულობა და შესაბამისი რეპორტების მომზადება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო/საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით;
** საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის ცოდნა;
** კლიენტის იდენტიფიკაციის სტანდარტის ცოდნა;
** ეროვნულ ბანკთან რეპორტინგის გამოცდილება;
** Microsoft Office-ის (Word, Excel) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საკანომდებლო მოთხოვნებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ფროდების გამოვლენის მიმართულებით გამოცდილება

უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@oppa.ge. გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |