www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტის მფლობელი
მომწოდებელი: მალთივერს
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 31 მარტი

შპს "მალთივერს"-ი აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მფლობელის (Product Owner) პოზიციაზე.

"მალთივერს"-ი კომპანიაა, რომელიც მაღალკვალიფიციურ და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტთა გუნდთან ერთად, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ ორგანიზაციებს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "მალთივერს"-ი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების (როგორც შიდა, ისე გარე) საჭიროებების ანალიზი და მათზე მორგებული პროდუქტის შექმნა;
** მომხმარებლის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, ცვლილებების ან ახალი პროდუქტის შექმნის საჭიროების დადგენა;
** პროდუქტის ბექლოგის შექმნა და მართვა, დეველოპმენტის გუნდთან ერთად, ბიზნეს ღირებულებების და კომპანიის სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით;
** პროექტის ამოცანების, მიზნების და მიღებული შედეგების გაზომვის პარამეტრების განსაზღვრა;
** სტეიქჰოლდერებთან ერთად პროდუქტის კონცეფციის დამუშავება;
** შექმნილი პროდუქტის ხარისხის და მომხმარებლის საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროდუქტის მომხმარებლებთან და სტეიქჰოლდერებთან წარდგენა;
** ბაზრის ტენდენციების მუდმივი შესწავლა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მენეჯმენტის ან ტექნიკური მიმართულებით);
** აუცილებელია პროექტის მართვის ძირითადი პრინციპების და Agile მეთოდოლოგიის ცოდნა;
** Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა და ინოვაციურობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrrecruitment.capital@gmail.com 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |