www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულის მცხობელის პოზიციაზე თბილისში .
"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას.
ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

პოზიციების ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის 22

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის ცომის მომზადება;
** სხვადასხვა სახის პროდუქტის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით;
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, მანქანა დანადგარების გასუფთავება;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ცომთან მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** შრომისმოყვარე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |