"პალიტრა მედია ჰოლდინგის" წევრი, ახალი ამბების სააგენტო "ნიუსრუმი" აცხადებს ვაკანსიას Python დეველოპერის პოზიციაზე.
"ნიუსრუმი" არის მულტიმედია ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ისეთ სანდო და პოპულარულ ვებპორტალებს, როგორიც არის: ambebi.ge, ipn.ge, palitravideo.ge, bpn.ge, kvirispalitra.ge, sportall.ge და სხვა. ინტეგრირებული ნიუსრუმის გამართულ და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს პროფესიონალ ჟურნალისტთა და რედაქტორთა გუნდი.
დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0x8fbd005056a2625311e9764782df4dad ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 მარტი.
გისურვებთ წარმატებას!