www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბილინგის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ევექსი კლინიკები
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 2 მარტი

"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას ბილინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის 142
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** ბილინგის კუთხით წარმოებული ყოველდღიური ანგარიშების მონიტორინგი;
** კლინიკის მენეჯერებთან ერთად შემოსავლების ფინანსური ანალიზი და ყოველდღიური მხარდაჭერა ბილინგის კუთხით;
** იურიდიული პირებიდან მიღებული და მისაღები თანხების კონტროლი;
** დებიტორული დავალიანების მქონე იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის წარმოება;
** ფინანსურ განყოფილებასა და ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურთან მუდმივი კომუნიკაცია, არსებული მონაცემების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
** არსებული რეგულაციების მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
** სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და ქსელში დანერგვის უზრუნველყოფა;
** სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სტრუქტურული ერთეულის ფარგლებში, შიდა რეგულაციების შემუშავება;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე ფინანსების განხრით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** სასურველია, ჯანდაცვის სახელმწიფო პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 მარტი, 2021 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/bilingis-samsaxuris-ufrosi/395

"ევექსი კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |