www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს ჩვენთან დაგხვდება:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

ფუნქცია მოვალეობები:

** თვის, კვარტალის, წლის შემაჯამებელი რეპორტების მომზადება;
** ასორტიმენტის ანალიზი კატეგორიების და ჰიპერმარკეტების მიხედვით(ABC-XYZ ანალიზი);
** აქციების შედეგების შეფასება;
** KPI ანალიზი (სხვადასხვა მაჩვენებლის და კრიტერიუმის მიხედვით მენეჯერების შეფასება);
** ჩეკების ანალიზი(საშუალო ჩეკი, ჩეკის რაოდენობა სხვადასხვა თანხის შუალედებში);
** ხელოსნების მიმართულებით გაყიდვების ანალიზი;
** დისტრიბუციის, კორპორატიული პროექტების მომხმარებლების ანალიზი(ABC ანალიზის გამოყენებით);
** მარაგების ბრუნვადობების დაანგარიშება;
** სავაჭრო ფართის ოპტიმალურად გამოყენების ანალიზი(მოგება, რეალიზაცია კვადრატულზე);
** დებიტორების ანალიზი;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი სახსრების მოძრაობა);
** ხარჯების დეტალური ანალიზი;
** არსებული რეპორტების დახვეწა და ახალი რეპორტების შემუშავება;
** რეპორტების საფუძველზე მონაცემების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მოწოდებული დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ძირითადი, საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა;
** ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მეილზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |