კომპანია შპს "ჰოსპიტალსოფტ" აცხადებს ვაკანსიას Front-End დეველოპერზე.
კომპანია მუშაობს სამედიცინო დაწესებულების პროგრამულ უზრუნველყოფაზე. კომპანია ემსახურება მრავალ სამედიცინო დაწესებულებას საქართველოში.
ძირითადი მოვალეობები: კომპანიის პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება/განვითარება.
პასუხისმგებლობები:
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და განვითარება.
** არსებული პროგრამების გაუმჯობესება.
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** HTML/CSS/JS მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** Vue/Angular/React მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** უპირატესობად ჩაითვლება VueJS-ზე მუშაობის გამოცდილება.
სხვა მოთხოვნები:
** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი.
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
** გუნდურობა.
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@webmed.ge და წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითეთ: Front-End Developer.